Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალ სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა

 

ივანე ჯავახიშვილის სხელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ერთწლიან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში”, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს  2023 წლის 7 თებერვალის გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მიენიჭა.

 

აღნიშნული პროგრამა, 2022 წლის 13 მაისის, თსუ-ს, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, სამხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნა.

 

ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა ემსახურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს უწყებებში დასაქმებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი აკადემიური ხარისხის მიღებას.

 

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყება და პროგრამის კურსდამთავრებულს ბიზნესის ადმინისტრირების საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური კვალიფიკაცია (EMBA in Public Administration) მიენიჭება. პროგრამის პირველი სემესტრი თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ დაეთმობა, ხოლო მეორე - საჯარო ადმინისტრირების ნაწილს. კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ დიპლომს - “ბიზნეს ადმინისტრირების საჯარო მმართველობის სამაგისტო პროგრამის” უმაღლესი აკადემიური ხარისხს და „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ უწყებრივ დიპლომს.

 

პროგრამის ხელმძღვანელებად დამტკიცდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი და პოლკოვნიკი კონსტანტინე პეტრიაშვილი. პროგრამის განხორციელებისას ჩართულნი იქნებიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები, თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები.